სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე მიმართულებების მიხედვით 9 ივნისიდან 14 ივნისის 18 საათამდე.
კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, გეოლოგია, ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები - თამარ თათრიშვილი, macromol_chemistry_1@tsu.ge
ფიზიკა, ქიმია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია, ეკოლოგია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები - რუსუდან დანელია, rusudan.danelia@tsu.ge
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს
შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);
პირადობის მოწმობა - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);
საბანკო ანგარიშის ამონაწერი - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი);
შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.) - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმეტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.
განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (რუსუდან დანელია - 577401590, თამარ თათრიშვილი - 577737387).
დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!